უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 40 დრონი ჩამოაგდეს

11 თებერვალი 2024, 10:56 450 ნახვა

რუსულმა ძალებმა, წუხელ, უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით, „შაჰედის“ ტიპის 45 დრონი გაუშვეს. უკრაინულმა ძალებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 40 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონები განადგურდა კიევის, ვინიცას, ჟიტომირის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ჩერკასის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქებში.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და რადიოელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში