სოფელ ყინჩაურიდან კიდევ 4 ოჯახი გაიყვანეს

08 თებერვალი 2024, 11:50 679 ნახვა

კიდევ ოთხი ოჯახი გაიყვანეს დროებით საცხოვრებელში ხულოში, სოფელ ფაჩხიდან. საერთო ჯამში ბოლო სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობამ 30-მდე ოჯახი გაიყვანა. მეწყრები და ზვავები განვითარებულია ცენტრალურ საავტომობილო გზებზე და შიდა დასახლებებში.

ანალოგიური მდგომარეობაა შუახევშიც, აქ ყველაზე კრიტიკული ვითარება სოფელ ცივაძეებშია, სადაც მეწყერი სახლთან განვითარდა. მასშტაბური და მცირე მეწყერებია თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.

საგზაო დეპარტამენტისა და თვითმმართველობის ტექნიკა მთავარ გზას ასუფთავებს. დღესაც სკოლებისა და ბაღების უმეტესობაში მეცადინეობა არ განახლებულა.

ამ დროისთვის ელ.ენერგია შეზღუდვით მიეწოდება სოფელ ბაკოსა და რიყეთის მცირე ნაწილს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

რაც შეეხება კურორტ გოდერძთან მისასვლელ გზას, აქ კვლავ შეფერხებებია სოფელ რიყეთთან, რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა მეწყერი და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი