საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი დაამარცხა

06 თებერვალი 2024, 21:06 398 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

ჩვენი ნაკრების მხრიდან დუბლი, გიორგი ჩიმაკაძემ გაიფორმა, ხოლო თითო-თითო გოლი, ვახტანგ კეკელიას და შოთა თოფურიას ანგარიშზეა. სტუმართაგან კი გატანილი გოლით თავი, საბოლჩ მანიამ და ატილა გალიმ გამოიჩინეს.

საქართველოსა და რუმინეთის ფუტსალის ნაკრებთა მეორე ამხანაგური შეხვედრა ხვალ კვლავ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში