საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით გამარჯვებით დაიწყო.
ბორჯალოსნებმა პირველ ტურში გერმანიას სტუმრად 17:28 აჯობეს. ჩვენმა ნაკრებმა შეხვედრაში საჯარიმო ლელოს გარდა 3 ლელოს დადება მოახერხა.
გატანილი ლელოებით თავი, ილია სპანდერაშვილმა, მერაბ შარიქაძემ და მირიან მოდებაძემ გამოიჩინეს. ხოლო 3 ზუსტი გარდასახვით გუნდს ლუკა მატკავა დაეხმარა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს შინ, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.