"სნოუბორდ კროსის" დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა

04 თებერვალი 2024, 17:44 458 ნახვა

გუდაურში, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. აღნიშნული შეჯიბრება გუდაურში პირველად ჩატარდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მსოფლიო თასის ეტაპი 15-მდე ქვეყანაში ლაივ ტრანსლაციით გადაიცემოდა.

დასასრულს უახლოვდება 3-დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზიც", რომელიც შეჯიბრების პარალელურად იმართებოდა. ფესტივალი სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობებს მოიცავდა.

ფესტივალი გუდაურის შემდეგ 3 დღიანი პროგრამით, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი