რონალდოს და მესის „უკანასკნელი ცეკვა“ არ შედგება 

01 თებერვალი 2024, 14:44 466 ნახვა

„ალ ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო არ ითამაშებს ამხანაგურ შეხვედრაში, რომელსაც საუდის არაბეთის კლუბი „ინტერ მაიამისთან“ ჩაატარებს, ამერიკულ კლუბთან, რომლის ღირსებას არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი იცავს.

„ალ ნასრისა“ და „ინტერ მაიამის“ ამხანაგური მატჩი საუდის არაბეთში დღეს გაიმართება. არაბული კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი ვარსკვლავი ამ შეხვედრაში მოედანზე გასვლას ტრავმის გამო ვერ შეძლებს. გულშემატკივართა დიდი ინტერესის მიუხედავად, „ალ ნასრი“ არ აპირებს 38 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკვას.

მედია „ალ ნასრი“-„ინტერ მაიამის“ დაპირისპირებას “უკანასკნელ ცეკვად” მოიხსენიებდა, რითაც მიანიშნებდა, რომ დიდი ალბათობით, მომავალში რონალდო და მესი ერთმანეთს მოედანზე ვეღარ შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში