ქობულეთის საკრებულოს სხდომა

30 იანვარი 2024, 14:26 640 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული არასასოფლო სამეურნეო  მიწების პრივატიზაციის მინიმალური  თანხა  დაადგინეს, ცენტრალურ ნაწილში 1 კვადრატული  მიწის ფასის ქვედა ზღვარი 54 ლარია, შუალედურ ზონაში 20, პერიფერიებში კი 14. ეს ფასები მოქმედებდა გასულ წელსაც. 

თანხებთან დაკავშირებით  პრეტენზია გამოთქვა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მერაბ ცინცაბაძემ  კენჭისყრისას  საკითხს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ ფასები  დაბალია და უმჯობესია  გაზარდონ. 

საკრებულოს თავმჯდომარემ  განმარტა, რომ დადგენილება მხოლოდ მინიმალურ ზღვარს აწესებს და მიწების შეფასება ძირითადად ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ხდება. 

სხდომაზე ასევე დამტკიცდა განკარგულება, რაც  სოფელ ზედა კვირიკეში  ავტობუსის დანიშნვასა და სოფელ დაგვაში არსებული ტრანსპორტის მარშრუტის გაზრდას მოიცავს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი