ახალი დღის ცენტრი 

28 იანვარი 2024, 12:00 715 ნახვა

დღის ცენტრი აჭარაში მცხოვრებ მოწყვლად ოჯახებისთვის. ახალი პროგრამა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მარტოხელა და ძალადობის მსხვერპლი ოჯახებისთვის არის გათვლილი, რომელიც აღნიშნული კატეგორიის ოჯახებისთვის   სხვადსხვა სერვისების მიწოდებას  გულისხმობს. მერიაში  განმარტავენ, რომ აღნიშნული  კატეგორიის ოჯახებს არ აქვთ საშუალება იზრუნონ არასრულწლოვანზე  და შესაბამისი განათლება მიაწოდონ.

პროგრამა  40  ბენეფიციარზეა გათვლილი,დღის ცენტრში ჩასართავად თვითმმართველობას 30- მა ოჯახმა მიმართა.

პროგრამის ბიუჯეტი 190 ათას ლარს შეადგენს. დაფინანსება ვაუჩერული პრინციპით  მოხდება. პროგრამა 6 წლიდან 17 წლის ჩათვლით  ბავშვზეა  გათვლილი. 

ბათუმის მერიაში განმარტავენ რომ მიმდინარე წელს ბათუმის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური  დაცვის სამსახურის ბიუჯეტი დაახლოებით  27 მილიონ 65 ათას ლარს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი