თუ აქამდე დიალიზის პრობლემის მქონე პაციენტებს ხულოდან ბათუმში უწევდათ ჩამოსვლა, ახლა ისინი შესაბამისს მომსახურებას ხულოშიც მიიღებენ. მათ ჯერ-ჯერობით მოწვეული სპეციალისტები გაუწევენ სამედიცინო კონსულტაციასა და დახმარებას, შემდეგ კი კადრების გადამზადებაც მოხდება.
პროექტი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით განხორციელდა.