საკალათბურთო კლუბი ‘’ბათუმი’’ საქართველოს თასის მეოთხედფინალშია. ბათუმელმა კალათბურთელებმა მერვედფინალური სერიის განმეორებით შეხვედრაში ვიქტორ სანიკიძის აკადემია ოვერტაიმში 94:87 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
პირველ მატჩი თბილისში, 3 ქულით (84:81) მარცხის შემდეგ, საპასუხო მატჩის ძირითად დროში „ბათუმმა“ მეტოქეს ასევე 3 ქულიანი სხვაობით 79:76 სძლია.
შესაბამისად შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც უკეთ ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა ითამაშეს და მეტოქეს საბოლოოდ 7 ქულიანი სხვაობით აჯობეს.
შავიზღვისპირელებს ლუკა კალატოზიშვილმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
სტუმართან მხრიდან კი 16 ქულით საუკეთესო ჯერმეინ ჰედი იყო. საკალათბურთო კლუბი ‘’ბათუმი’’ მეოთხედფინალში “რუსთავსა” და “მარგვეთს” შორის უკეთეს დაუპირისპირდება.
მეოთხედფინალური სერიაც ასევე 2-მატჩიანი იქნება. მეოთხედფინალში გამარჯვებული გუნდები კი ოთხთა ფინალის საგზურებს მოიპოვებენ. ოთხთა ფინალში სერიები აღარ გათამაშდება და ნახევარფინალთან ერთად ფინალიც ერთმატჩიანი იქნება.