ინდოეთში ახლადგახსნილ ინდუისტურ ტაძართან ათასობით ადამიანი შეიკრიბა

23 იანვარი 2024, 15:33 505 ნახვა

ინდოეთის წმინდა ქალაქ აიოდჰიაში ინდუისტური ღმერთის რამის სახელზე ახლად გახსნილ ტაძართან ასობით ათასი მიმდევარი შეიკრიბა. ყველა ცდილობდა თვალი მოეკრა ინდუისტური ღმერთის რამის კერპისთვის, რომელიც პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ აკურთხა. ჭყლეტის თავიდან ასაცილებლად ტაძართან 10 ათასზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული. ტაძრის ხელმძღვანელობა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად 100 ათასამდე მნახველს ელოდება.ტაძრის ფართო საზოგადოებისთვის გახსნას მთელ ინდოეთში რელიგიური ციებ-ცხელება მოჰყვა. ბევრმა შტატმა ორშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადა, დაიხურა საფონდო ბირჟები,ხოლო სახლები და ბიზნესობიექტები გაანათეს მას შემდეგ, რაც პრემიერმა მოდიმ მოსახლეობას მოუწოდა ეს დღე აღენიშნათ როგორც კიდევ ერთი დივალი, რომელიც ინდუისტური სინათლის ფესტივალია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი