საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ჯაბალიდან ხან იუნისამდე ტერიტორიაა - ისრაელ-„ჰამასის“ ომი

22 იანვარი 2024, 10:42 345 ნახვა

ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის თავდასხმები გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ჯაბალიდან ხან იუნისამდე ტერიტორიაა.

„ცაჰალის“ ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი ჰამასის ქსელისაგან პრაქტიკულად გაწმინდეს.

„ჰამასთან“ ბრძოლის პარალელურად, ისრაელის არმია ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ მოგერიებასაც განაგრძობს.

„ცაჰალი“ აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაჯგუფების აგრესიის საპასუხოდ, „ჰეზბოლას“ სამხედრო შტაბი და ოპერატიული მართვის პუნქტი გაანადგურეს.

პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ მიიღებს „ჰამასის“ მოთხოვნას ღაზაში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის შეწყვეტის შესახებ.

„თუ ამას დავთანხმდებით, ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამაოდ დაეცნენ. თუ ამაზე დავთანხმდებით, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში