პუტინის ომი უკრაინაში

21 იანვარი 2024, 20:02 453 ნახვა

ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინაში. გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებსა და რუს ოკუპანტებს შორის 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ოკუპანტები ყველაზე აქტიურად კუპიანსკის მიმართულებით უტევდნენ. მათივე ცნობითვე, უკრაინელები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ საოკუპაციო ჯარებსა და მათ ტექნიკას.

ომის პარალელურად მობილიზაციის ახალი კანონის მიღებას გეგმავს უკრაინა, რომლის კანონპროექტს პარლამენტს 6 თებერვალს წარუდგენენ. 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ დროისთვის ვერ ხედავს კონკრეტულ დეტალებს გენერალური შტაბიდან, რომ საჭიროა ნახევარი მილიონი უკრაინელის მობილიზება.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მობილიზაცია საჭიროა, რათა მოხდეს ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების ჩანაცვლება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი