რუსი ოკუპანტები კვლავ განაგრძობენ იერიშებს უკრაინის წინააღმდეგ. წუხელ არტილერიით 15-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა კუპიანსკში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდიივკას მიმართულებით რუსების მიერ განხორციელებული 33 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ფრონტის ხაზზე 103 შეტაკება მოხდა.
სულ, რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 59 შეტევა და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.