ომი ახლო აღმოსავლეთში

20 იანვარი 2024, 11:04 427 ნახვა

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-მა მეექვსედ მიიტანა დარტყმები იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ამჯერად იერიშის სამიზნე იყო „ჰუსიტი“ მებრძოლების რაკეტების გამშვები დანადგარები.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების შემდეგ „ჰუსიტ“ მებრძოლებს წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები არ შეუჩერებიათ და, შესაბამისად, აშშ გააგრძელებს მათ პოზიციებზე იერიშებს.

ამასთან, „ჰუსიტების“ კონტროლირებადი ტელეკომპანია ავრცელებს ცნობას, რომ ავიაიერიშები იემენის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰოდეიდაზე განხორციელდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი