იემენელმა „ჰუსიტებმა“ აშშ-ის კუთვნილ ტანკერს ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
თავდასხმის შესახებ შეერთებული შტატები და „ჰუსიტები“ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. კერძოდ, „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ პირდაპირი დარტყმა განახორციელეს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით კი, „ჰუსიტებმა“ ტანკერის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა, მათივე ცნობით, ისინი გემის მახლობლად, წყალში ჩაეშვნენ და გემი არ დაზიანებულა.