ბათუმში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე. “არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება საქართველოში, რომ ძალადობით, ვანდალიზმით ესაუბროს თავის თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს. ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, უკლებლივ ყველა უნდა იყოს აღმოჩენილი, დაკავებული და სასჯელი უნდა იყოს სამაგალითო. ასეთი ვითარება, რომ მიტინგი უცებ გადაიზარდოს ვანდალიზმში და მანქანების დაწვაში, ეს არ არის ქართული პოლიტიკური კულტურა.”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.