ამერიკის შეერთებული შტატები თოვლით დაიფარა. კანადიდან არქტიკულმა შტორმმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ზონაში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა გამოიწვია.
თოვლია ვაშინგტონში. უხვი ნალექი მოვიდა ნიუ-იორკში, ტენესსა და კენტუკშიც, ჩრდილოეთ შტატებში კი ზამთრის სტიქიამ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ამინდის ეროვნული სამსახურის პროგნოზით, ცივი ამინდი ჩრდილოეთ შტატების მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.