ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულეს 

16 იანვარი 2024, 10:03 413 ნახვა

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილისთვის შეხვედრა საფრანგეთთან 6:12 წააგო და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა.

მატჩი ფრანგი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა.  პირველი ტაიმი 5:2 მოიგეს.

მესამე მეოთხედში ქართველმა წყალბურთელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა ანგარიშში ჩამორჩენა ვერ შეამცირეს. მეოთხე მეოთხედი კი სრულად საფრანგეთის ნაკრების სცენარით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა.

ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე ერთადერთი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ მოიგეს - 15:10.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში