საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში ნიდერლანდებთან დამარცხდა

11 იანვარი 2024, 22:38 734 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 29:34 დამარცხდა. პირველი ნახევარი ნიდერლანდების ნაკრებმა 7 ბურთიანი უპირატესობით 19:12 მოიგო.

მეორე ნახევარში კი ჩვენმა ნაკრებმა თამაშის ხარისხს მოუმატა და 2 ბურთიანი სხვაობით 17:15 იმარჯვა, თუმცა ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი - 9 გოლი, გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, რომელიც ამავდროულად შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, ერეკლე არსენაშვილმა - 7 გოლით გამოიჩინა თავი, ხოლო თეიმურაზ ორჯონიკიძის ანგარიშზე 6 გოლი დაგროვდა.

მეორე ტურის შეხვედრას ტიტე კალანდაძის გუნდი 13 იანვარს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი