უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

11 იანვარი 2024, 10:16 256 ნახვა

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 300-ზე მეტი - დაშავდა.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) დირექტორმა, ედემ ვოსორნუმ განაცხადა,რომ ბოლო დროს, რუსული საჰაერო თავდასხმების სერიამ გამოიწვია სახლების, სკოლების, საავადმყოფოებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა, დაახლოებით, 6,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა და თავი სხვა ქვეყნებს შეაფარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში