მეწყრული პროცესები ქედაში

10 იანვარი 2024, 14:48 783 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში. ჩაკეტილია მეძიბნა-გარეტყის საავტომობილო გზა, რომელიც ორ ოჯახს უკავშირდება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები აღნიშნულ ლოკაციაზე ძლიერი წვიმის გამო  ვერ ტარდება. მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა საავტომობილო გზაზე სოფელ კოკოტაურშიც, სადაც ამ დროისთვის   მოძრაობა აღდგენილია.

რაც შეეხება ბათუმი - ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, კვლავ აქტიურია სოფელ გულებთან მეწყრული კერა, სადაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ეტაპობრივად ატარებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში