ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იარაღის მწარმოებელ ქარხნებს მას შემდეგ ეწვია, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა ფხენიანის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაგმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეტ კორეის სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს.
კიმმა სამხრეთ კორეა ფხენიანის "მთავარი მტერს" უწოდა და დაადანაშაულა სეული დაპირისპირების გაღვივებასა და შეიარაღების გაზრდაში, ხოლო საკუთარ ქვეყანას თავდაცვისა და ბირთვული ომის შესაკავებლად სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოუწოდა. ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ საბრძოლო მასალის ქარხანაში კიმის ვიზიტის ამსახველი ფოტოები გაავრცელა. სამხედრო საწარმოში ვიზიტის დროს კიმმა მობილური მოკლე დისტანციის რაკეტების გამშვები დანადგარები შეამოწმა.
გასულ კვირას მსოფლიოს 50-მა ქვეყანამ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შესყიდვა და გამოყენება.