ვითარება ისრაელში

07 იანვარი 2024, 14:09 461 ნახვა

ომი გრძელდება ისრაელსა და ჰამასს შორის. ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული პირობებია. გაერო-ში აღნიშნავენ, რომ ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისია, მოსახლეობა შიმშილობს და ყოველდღიურად სასიკვდილო საფრთხის წინაშეა.

გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, არაბულ ანკლავში მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ფუნქციონირებს.

მარტინ გრიფიტსმა ასევე დაამატა, რომ ინფექციური დაავადებები სწრაფად ვრცელდება და ქაოსური პირობებში ყოველდღიურად 180 ქალი მშობიარობს. პარალელურად ისრაელი აგრძელებს შეტევებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი