საჭადრაკო ტურნირი

26 დეკემბერი 2023, 19:56 457 ნახვა

წლის შემაჯამებელი ტურნირით დახურა 2023 წლის სპორტული სეზონი საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“. შეჯიბრებაში 28 ქვეყნის 380 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართა. ტურნირი რაპიდსა და ბლიცში ჩატარდა. გასულ წელს კლუბმა ნონამ საერთაშორისო რანგის ტურნირებზე არაერთი სინჯის მედალი მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ კლუბი „ნონა“ არის ევროპის საჭადრაკო ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში