ბათუმი-თბილისის მატარებელზე შეფერხება

24 დეკემბერი 2023, 09:58 1673 ნახვა

ბათუმი-თბილისის მატარებელი, რომელიც დღეს დილით თბილისის მიმართულებით 08:10 საათზე უნდა გასულიყო,სადგურში ამ დრომდე არ შესულა სავარაუდო მიზეზი უამინდობის გამო მახინჯაურის ტერიტორიაზე დაზიანება.

მგზავრების განცხადებით  თუ როდის შემოვა სადგურში მატარებელი ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია. ნაწილი მათგანი ვერც ბილეთების დაბრუნებას ახერხებს. მგზავრთა ნაწილის განცხადებით სადგურში მოსაცდელი პირობები არ არის, სიცივეა და არც საკმარისი რაოდენობის სკამებია. ისინი ამ ეტაპზესაჭირო  ინფორმაციის მიღებას , ვერც ცხელი ხაზის მეშვეობით ახერხებენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი