ტრაგედია პრაღაში

22 დეკემბერი 2023, 19:58 414 ნახვა

პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის დეტალები ცნობილია. მასობრივ სროლას წინ უძღოდა შეტყობინება, რომელიც მსროლელის მეგობარმა პოლიციას გადაუგზავნა. შეტყობინებაში თავდამსხმელი თვითმკვლელობაზე საუბრობდა. უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებამდე, დილას პოლიციამ პრაღის მახლობლად სახლში გარდაცვლილი კაცი იპოვა, ის თავდამსხმელის მამა იყო. 24 წლის დავიდ კოზაკმა 15 ადამიანის დახოცვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩეხეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დეტალები, ვნახოთ ანა ვაშაყმაძის რეპორტაჟში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში