33 წელი ეროვნული გვარდიის დაარსებიდან

20 დეკემბერი 2023, 15:27 371 ნახვა

33 წელი საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებითა და უწყებრივი მედლებით - ,,სამშობლოსათვის თავდადებული“, ,,გენერალი მაზნიაშვილი“, ,,გენერალი კვინიტაძე“, ,,გიორგი ანწუხელიძე“ და ,,თეთრი გიორგი” დაჯილდოვდნენ. წლის საუკეთესო ბატალიონს კი, „თეთრი გიორგის გამარჯვების გარდამავალი დროშა“ გადაეცა.პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალებისა და ეროვნული გვარდიის მეთაურებმა მიულოცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში