თორნიკე შენგელიას გუნდი „ვენეციასთან“ დამარცხდა

17 დეკემბერი 2023, 14:58 517 ნახვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ სერია A-ს მე-12 ტურში ვენეციას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ოვერტაიმში ერთი ქულით დამარცხდა - 84:85. თორნიკემ პარკეტზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. ვენეციას ტაკერმა ულიდერა, მან მატჩი 25 ქულით დაასრულა. შენგელიას გუნდს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 8 მოგება და 4 მარცხი აქვს, რითიც მეოთხე ადგილზეა. ბოლონიელები მხოლოდ ბრეშიას, ტრენტოსა და ვენეციას ჩამორჩებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი