გიორგი მამარდაშილის კარგი მატჩი „ბარსელონასთან“

17 დეკემბერი 2023, 12:03 580 ნახვა

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, საქართველოს ნაკრების მეკარის შესანიშნავი თამაშით კი „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ ქულა მოიპოვა – 1:1. პირველ ტაიმში გიორგი მამარდაშვილმა სამი რთული ბურთი მოიგერია და სამივეჯერ რობერტ ლევანდოვსკის აჯობა. „ბარსელონამ“ გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. 55-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა კატალონიელები წინ გაიყვანა. „ვალენსიამ“ 70-ე წუთზე წონასწორობა უგო გილამონის აღადგინა. „ვალენსია“ ლა ლიგაში გამართული 17 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი