საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში სტუმრად „მარგვეთს“ დაუპირისპირდა და 80:76 დაამარცხა.
შავიზღვისპირელებს 26 ქულით რევაზ როგავამ ულიდერა. ოთარ ბულიავამ 13 ქულა, 11 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა. 15 ქულა, 7 მოხსნა და 3 გადაცემა ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზეა. მარგვეთში 24 ქულით, 12 მოხსნითა და 4 დაფარებით ტაიშონ კროუფორდი გამოირჩა.
ამ დროისთვის ბათუმი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 22 დეკემბერს შინ „თსუ“-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.