საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

15 დეკემბერი 2023, 19:36 645 ნახვა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თურქ თანატოლებს მეორე ამხანაგურ შეხვედრაში “დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე“ დაუპირისპირდა და ამჯერად მეტოქე 2:1 დაამარცხა.

პირველი ნახევარი სტუმრებმა, ემირჰან ალთუნდაჯიმის გოლით მინიმალური სხვაობით 0:1 მოიგეს. მეორე ნახევარში კი გიორგი ჩიტაურის გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და მატჩის შემოატრიალება მოახერხა. 75-ე წუთზე სტუმრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიგი გლუნჩაძემ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. ხოლო მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე ნიკა ჩიქოვანმა ულამაზესი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 12 დეკემბერს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში