პარასპორტსმენების დაჯილდოება

15 დეკემბერი 2023, 15:30 387 ნახვა

დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო პარასპორტსმენები. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: წლის საუკეთესო ახალგაზრდა პარასპორტსმენი - მაკა კვინჩია გახდა; ყველაზე განვითარებადი პარასპორტსმენი - ლია ჩაჩიბაია; პარალიმპიური სპორტის მიმდინარე წლის საუკეთესო მწვრთნელი - მალხაზ მესხი; წლის საუკეთესო პარანაკრები - საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნული ნაკრები; ვეტერანი პარასპორტსმენი - იაგო გორგოძე; ვეტერანი პარასპორტსმენი - ნიკა თვაური. პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა დავით მაისურაძე. 2023 წლის საუკეთესო კაცი პარასპორტსმენი გახდა რევაზ ჩიკოიძე, ხოლო 2023 წლის საუკეთესო ქალი პარასპორტსმენი - ირმა ხეცურიანი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში