თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის მე-14 ტურში ბასკონია სტუმრად 10 ქულის სხვაობით დაამარცხა და ევროლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. იტალიურმა გუნდმა ბასკონიას 91:81 მოუგო და თორნიკე შენგელიამ ყოფილი კლუბის დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა. თორნიკემ პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულას, 6 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი. მატჩის MVP მარკო ბელინელი გახდა. იტალიელმა კალათბურთელმა ბასკონიას 27 ქულა ჩაუგდო. ვირტუსმა ევროლიგაში მე-14 შეხვედრა მოიგო და 18-გუნდიან ცხრილში მესამე ადგილზეა. იტალიური კლუბი მე-15 ტურში ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს.