,,ქუჩის კალათბურთში" ტურნირი დასრულდა, რომელშიც ბათუმის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 300-მდე მონაწილე, სულ 100 გუნდი იყო ჩართული. აღნიშნული პროექტი ქალაქ ბათუმის მერიის და სპორტული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. ორთვიანი შეჯიბრების შემდეგ გამოვლინდა 14 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც ფინალურ სერიაში იასპარეზეს. ტურნირის გამარჯვებული „ძველი ბათუმი“ გახდა, რომელმაც ფინალში ბაგრატიონის უბნის გუნდი დაამარცხა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე „ძველი ბათუმის“ წევრი ბაჩანა ნინიძე გახდა.