ეროვნული ლიგის პლეი-აუტები დასრულდა

11 დეკემბერი 2023, 11:55 964 ნახვა

საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი აუტის საპასუხო მატჩში „თელავმა“ „სპაერი“ 4:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში 1:1 დასრულდა. „თელავმა“ ორი მატჩის ჯამში 5:1 მოიგო და 2024 წელს ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, „გარეჯმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა, თუმცა პირველი მატჩი სამტრედიელებს 4:1 ჰქონდათ მოგებული და საბოლოოდ, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. პირველ ლიგაში ქობულეთის „შუქურა“ დაქვეითდა, უმაღლეს ლიგაში კი ფოთის „კოლხეთი 1913“ გადავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში