საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში ასპარეზობა მარცხით დაასრულა

05 დეკემბერი 2023, 22:37 537 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში სტუმრად თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

მასპინძლებმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, ანგარიში 26-ე წუთზე გულბინ ჰიზიმ გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე ეჯე თურქოღლუმ სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად ექვს შეხვედრაში მოპოვებული 18 ქულით ჯგუფის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა. საქართველოს, ლიეტუვისა და ლუქსემბურგის გუნდებმა კი ასპარეზობა ხუთი ქულით დაასრულეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, მეორე პოზიცია ლიეტუვას ნაკრებმა დაიკვა მესამე ადგილი კი ლუქსემბურგის ნაკრებს ერგო.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში