საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა მედლების რაოდენობით იაპონიას გადაუსწრო

05 დეკემბერი 2023, 10:01 291 ნახვა

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 2023 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურზე, რომელშიც გრან-პრი, გრანდ-სლემი და მასტერსი შედის, მოპოვებული მედლების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა.

მიმდინარე წელს ქართველმა ჯუდოკებმა ჯამში 31 მედალი მოიპოვეს, მათგან 12 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაო. მეორე ადგილზე იაპონიაა, მესამეზე - აზერბაიჯანი; მეოთხეზე - უზბეკეთი, ხოლო ხუთეულს საფრანგეთი ასრულებს.

2024 წლის სეზონი პორტუგალიაში გასამართი გრან-პრით 26-28 იანვარს განახლდება. აქვე გეტყვით, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ტოკიოს გრანდ სლემის შემდეგ რეიტინგი განაახლა. სამი წონის სათავეში კვლავ ქართველები არიან. 81 კილოგრამში პირველ ადგილზე ტატო გრიგალაშვილია, 90 კილოგრამში ლუკა მაისურაძე.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი კვლავ ილია სულამანიძე ლიდერობს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში