ქართველი ძიუდოისტების ორი მედალი ტოკიოს გრანდ სლემიდან 

04 დეკემბერი 2023, 09:51 446 ნახვა

საქართველოს ნაკრებმა ძიუდოისტთა წლის ბოლო, ტოკიოს გრანდ სლემზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა, რომელიც ტურნირის პირველ დღეს მოიპოვა. მეორე საშეჯიბრო დღეს მედლის მოპოვება ტატამზე გასულმა ვერცერთმა ქართველმა ძიუდოისტმა  ვერ მოახერხა.

ლუხუმ ჩხვიმიანს და ლევან მატიაშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის დედაქალაქში ვერცხლის მედალი ლუკა მაისურაძემ მოიპოვა, ხოლო გიორგი ტერაშვილმა ბრინჯაო.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი