1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა პარიზში, ეიფელის კოშკთან თავდასხმის შედეგად. ინციდენტი საღამოს მოხდა, როდესაც შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს დაესხა თავს.
უცხოური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის იყო ნასამართლევი.
პოლიციის ცნობით 26 წლის თავდამსხმელი საფრანგეთის მოქალაქეა, რომელმაც განაცხადა, რომ შეწუხებული იყო ამდენი მუსლიმის სიკვდილით პალესტინაში.