თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „ბაიერნთან“ დამარცხდა

01 დეკემბერი 2023, 10:01 470 ნახვა

ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია მიუნხენში ბაიერნთან 76:90 დამარცხდა. თორნიკე შენგელიამ 34 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

ვირტუსში შენგელიაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მარკო ბელინელის ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბაიერნის ესპანელი ლიდერი სერჟ იბაკა იყო ორმაგი დუბლით - 24 ქულა და 13 მოხსნა.

ვირტუს ბოლონია 11 ტურის შემდეგ ევროლიგაში 7 მოგებით და 4 წაგებით მე-4 ადგილზეა. ლუკა ბანკის გუნდი მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, ბარსელონას უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი