მანჩესტერ ''სიტის“ წინააღმდეგ გამოძიება იწყება

01 დეკემბერი 2023, 10:55 353 ნახვა

მანჩესტერ ''სიტის“ წინააღმდეგ ინგლისში გამოძიება იწყება. ბრიტანული მედიის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში ფინანსურ დარღვევებშია ეჭვმიტანილი. გამოძიება 2024 წელს დაიწყება და არაა გამორიცხული „მანჩესტერ სიტი“ გამოძიების დასრულების შემდეგ პრემიერლიგიდან დააქვეითონ.

„ევერტონს“ მცირე დარღვევისთვის ცოტა ხნის წინ 10 ქულა დააკლეს, „სიტის“ შემთხვევაში კი, საუბარია დაახლოებით 115 დარღვევაზე, რომელიც კლუბში 2009-2010 წლების სეზონიდან იწყება და დღემდე გრძელდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში