ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაიმართა ჯი-1 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში „ბალკანეთის თასი 2023“, სადაც წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა მებრძოლმა ზურაბ კინწურაშვილმა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კინწურაშვილის გარდა ტურნირზე კიდევ ორმა ქართველმა - ბექა ქავთარაძემ და გიორგი ბოსტოღანაშვილმა იბრძოლეს, თუმცა ტუნირი ორივემ უმედლოდ დაასრულა.