საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს ლატვიაში ითამაშებს 

27 ნოემბერი 2023, 23:00 565 ნახვა

შვეიცარიაში გამართულმა წილისყრამ გაარკვია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე . ჩვენი გუნდი ჯგუფში ითამაშებს ლატვიასთან და ფილიპინებთან. ამ ჯგუფის მატჩები გაიმართება რიგაში.

 

ვალენსია (ესპანეთი)

A ჯგუფი: ესპანეთი, ანგოლა, ლიბანი.

B ჯგუფი: პოლონეთი, ფინეთი, ბაჰამის კუნძულები.

 

რიგა (ლატვია)

A ჯგუფი: ლატვია, საქართველო, ფილიპინები.

B ჯგუფი: ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი.

 

პირეოსი (საბერძნეთი)

A ჯგუფი: სლოვენია, ახალი ზელანდია, ხორვატია.

B ჯგუფი: საბერძნეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე.

 

სან ხუანი (პუერტო რიკო)

A ჯგუფი: ლიეტუვა, მექსიკა, კოტ დ’ივუარი.

B ჯგუფი: პუერტო რიკო, იტალია, ბახრეინი.

თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც ორ სამგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.​

პარიზის ოლიმპიადაზე თამაში გარანტირებული აქვთ: მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით ევროპისა და ამერიკის ორ-ორ, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის თითო საუკეთესო გუნდს: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთ სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი