სოციალურ ქსელში პეკინის ბავშვთა საავადმყოფოს მისაღები განყოფილების კადრები ვრცელდება, რომელიც სავსეა პაციენტებით. ჩინეთში კოვიდ-19-ის შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ პირველად დაფიქსირდა რესპირატორული დაავადებების კატასტროფული ზრდა.
დაავადება ძირითადად ბავშვებშია გავრცელებული და ყველაზე მეტი შემთხვევა პეკინსა და ლიაონინგის პროვინციაში ფიქსირდება. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა გაზარდონ ცხელების კლინიკების რაოდენობა.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი საავადმყოფოების გადავსებული მისაღებების კადრებს ავრცელებს.