გიორგი შერმადინი „გრან კანარიასთან“ მატჩის MVP გახდა 

27 ნოემბერი 2023, 09:41 480 ნახვა

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში სტუმრად „გრან კანარიას“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 94:82 დაამარცხა. შერმადინმა 27 წუთში 24 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

ეს მაჩვენებელი მატჩის ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 იყო, რითაც ემვეპ-ის მორიგი ტიტული დაიმსახურა.

ტენერიფეს“ 6 მოგება, 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი