დრონებით შეტევა კიევზე 

25 ნოემბერი 2023, 10:13 571 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტმა იერიში კიევზე მიიტანა, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი დაშავდა. ქალაქის მერის ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რამდენიმე ადგილას კი ხანძარი გაჩნდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კი დაზიანდა საბავშვო ბაღი და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.

გენშტაბში დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი სამხედროების მეთაურის დაღუპვის შესახებ საუბრობენ.

უწყების ცნობით, სამხედროებმა მეთაური „მუდმივი მუქარისა და შეურაცხყოფისთვის“ მოკლეს. უწყება ასევე ინფორმაციას ავრცელებს, კუპიანსკის მიმართულებით რუსი წვევამდელების სამხედრო მომზადების უკიდურესად დაბალი ხარისხის შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი