ცვლილებები თავდაცვის კოდექსი

24 ნოემბერი 2023, 14:03 292 ნახვა

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს ადამიანის  უფლებათა  დაცვის კომიტეტის სხდომაზე. ცვლილებები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესების გამკაცრებას ეხება, დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გააცნო. 

ცვლილებების თანახმად სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ, სამხედრო სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებენ. სიახლე  ეხება მათაც, ვინც უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, თუმცა გამგზავრების ვალდებულება არ აქვს და სწავლას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს.

ცვლილებების თანახმად, პირს უფლება აქვს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუმცა ეს არ აჩერებს მის მოქმედებას. არასამხედრო, ალტერნატიული შრომის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ სასულიერო პირებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება აღარ შეუძლიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში