ვენეციაში ტურისტებისთვის დღიური გადასახადი აპრილიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდება

24 ნოემბერი 2023, 10:15 542 ნახვა

ვენეციაში დღიური გადასახადის დაწესება სატესტო რეჟიმში აპრილიდან ამოქმედდება. ქალაქის მერის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ტურისტების ნაკადის მართვას გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონებზე, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, როდესაც ვიზიტორების რაოდენობა პიკს აღწევს. შეზღუდვები გავრცელდება დილის 8:30-დან შუადღის 16:00 საათამდე.

მოგზაურებს ვიზიტის ონლაინ დაჯავშნა მოუწევთ, საფასური 5 ევროს შეადგენს, რის შემდეგაც ისინი სპეციალურ QR კოდს მიიღებენ, რომელსაც კონკრეტულ შესასვლელ პუნქტებში წარადგენენ და შეძლებენ ისტორიული კვარტლების მონახულებას. შეზღუდვები არ გავრცელდება პატარა კუნძულებზე, როგორიცაა მურანო.

წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 50-დან 130 ევრომდე იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი