მეწყრული პროცესები ქობულეთის სოფლებში

21 ნოემბერი 2023, 14:19 889 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერული პროცესები განვითარდა. ჩაისუბანში ცენტრალური საავტომობილო გზიდან მიწის მასა ჩამოწვა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზო დაიმეწყრა.  

გარკვეული დროის განმავლობაში შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. მეწყერი ჩამოწვა სოფელ ხალაშიც.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო გზის არც ერთ მონაკვეთზე შეზღუდვა არ ფიქსირდება და ყველა მიმართულებით გაწმენდილია.

ქობულეთის მერის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაში 3 შეტყობინებაა შესული. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდებას, ამ მხრივ მუნიციპალიტეტში პრობლემები არ დაფიქსირებულა.

"მერიის შესაბამისი სამსახურები ყველა მიმართულებით მუშაობენ. ზღვაზე ფიქსირდება 5 ბალიანი შტორმი. პარკის ტერიტორიაზე ტალღებმა მცირედით დააზიანა სანაპირო ზოლი, რომლის რეაბილიტაციაც ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება" - განაცხადა ლევან ზოიძემ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი